ეკა სეფაშვილი ეუთოს სსაპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე: ეს მისია ემსახურებოდა იმას, რომ რეალური ინფორმაცია გაგვეცნო საქართველოს შესახებ

ეკა სეფაშვილი

ეს მისია ემსახურებოდა იმას, რომ რეალური ინფორმაცია გაგვეცნო საქართველოს შესახებ,- განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღქმები დაეფუძნოს რეალურ ფაქტებს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას. დელეგაციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ ეს აღქმები არის რეალობა. აღქმები არის რეალობა და თუ ეს აღქმები ემყარება ტყუილებს და დეზინფორმაციას, ასეთი რეალობა დიდხანს ვერ ცოცხლობს ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღქმები დავაფუძნოთ რეალურ ფაქტებს. ეს მისია ემსახურებოდა სწორედ ამას, რომ რეალური ინფორმაცია გაგვეცნო საქართველოს შესახებ",-აღნიშნა სეფაშვილმა.