„მისი სული უკვე 50-60 წელია აქაა ჩაკეტილი...“ - ანზორ ოდიშარიამ „საქმე გახსნა“
1773518120
ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, სადაც 2020 წლიდან მოყოლებული ვართ სულ კონფლიქტებსა და ომებში, ჩვენ ვმუშაობთ გამნაღმველებივით. ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
მან ევროკავშირთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირების სპირალი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო:
"ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მოვლენას. ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა შეგვხედონ ისე, რომ საქართველოს რა და როგორ შეუძლია ავნოს რუსეთს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე.
რა ახსნა აქვს საქართველოდან 4 წელია ითხოვენ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და იგივეს არ ითხოვენ მოლდოვისგან, რომელიც არის ასევე კანდიდატი ქვეყანა. რა ინტერესი აქვს კონკრეტული ევროკავშირს რომ მაინცდამაინც საქართველომ დაუწესოს რუსეთს სანქციები რომლის ვაჭრობა რუსეთთან არის 0,3%.
იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიყავით მათთვის კომფორტული ხელისუფლება და არ გავყევით მათ ყველაფერ იმაში, რაც გვთხოვეს, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ სხვა ძალებზე დაედოთ ფსონი და გადაწყვიტეს საქართველოში რეჟიმის ცვლილება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.