დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

ჯვრის თაყვანისცემა

დიდმარხვის მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს.

ჯვრის თაყვანისცემის დღე მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.

ტრადიციისამებრ, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანისცემის დღეს ყვავილებით შემკულ ჯვარს ტაძრებში შუა ადგილას დააბრძანებენ.

დიდმარხვის შემდეგი კვირა წმიდა იოანე კლემაქსის – სახელწოდებით აღინიშნება, რომელმაც ადამიანის განწმენდისათვის და უფალთან მისასვლელად სულიერების კიბე აღწერა. მას კიბისაღმწერელსაც უწოდებენ.

ლოცვა, რომელიც მრევლმა ამ დღეს უნდა წაიკითხოს:

„ჯვარო მფარველო ყოვლისა სოფლისაო . ჯვარო მშვენიერებაო ეკლესიათაო, ჯვარო შემწეო მორწმუნეთაო , ჯვარო დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსვრელო ეშმაკთაო.აცხოვნე უფალო ერი შენი . და აკურთხე სამკვიდრები შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე , და სადარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ : უფალო , დიდება შენდა.ჯვარსა, შენსა თაყვანისვცეთ მეუფეო და წმინდასა აღდგომასა. შენსა უგალობთ და ვადიდებთ.“