იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
რუსთავში არასრუწლოვნებს შორის კამათის დროს 2 მოზარდი დაჭრეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XXI მიკრორაიონში, 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოზარდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 2 არასრულწლოვნის დაჭრით დასრულდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
დაჭრილები "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, პაციენტებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით პოლიციამ მოახდინა დამნაშავის იდენტიფიცირება და ის უკვე მხილებულია.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.