ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, იტალია საუცხოოდ მასპინძლობს - გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა, ვამაყობთ მათი გამოსვლით - მიხეილ ყაველაშვილი

ყაველაშვილი

მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად, ჩვენი დროშა ფრიალებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისტორიული შედეგი იქნება ამ ოლიმპიურ თამაშებში. პროცესი დაწყებულია, გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა, ვამაყობთ მათი გამოსვლით, მაგრამ ველოდებით შედეგს., - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მილანში სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებს იტალია მაღალ დონეზე მასპინძლობს.

„ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია. იტალია საუცხოოდ მასპინძლობს, ორგანიზებაა მაღალ დონეზე. მქონდა შესაძლებლობა და საშუალება პირველ დღეს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას დავსწრებოდი. ბევრი სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ამ ფორმატში სხვადასხვა ლიდერებთან. მეორე დღეს იყო იტალიის პრეზიდენტის  მიღება, აქაც იყვნენ ქვეყნის ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ დღეს ოლიმპიურ თამაშებზე ჩამოსულ ქვეყნებს და

შესაძლებლობა გვქონდა მათაც გავსაუბრებოდით. ასევე დავესწარი ფიგურული სრიალის მონაწილე ჩვენი სპორტსმენების გამოსვლას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.