„მეორე შანსი“ ემიგრანტებისთვის - რას ითვალისწინებს საბერძნეთში ამოქმედებული ახალი კანონი

მგზავრები

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ საბერძნეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ახალი კანონმდებლობა, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკას ცვლის, ემიგრანტების ნაწილისთვის ამარტივებს პროცედურებს, ხოლო მეორეს მხრივ, აღარ უშვებს არცერთ ისეთ კანონს, რომელიც არალეგალურად მყოფ ადამიანებს, წლების დამტკიცებით, ბინადრობის ნებართვის აღებაში დაეხმარება.

ახალი კანონმდებლობა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პუნქტს, ბინადრობის ნებართვა ე.წ. “მეორე შანსს”, მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებმაც ტექნიკური თუ ბიუროკრატიული მიზეზების გამო დაკარგეს ლეგალურად ყოფნის უფლება.

ვის ეხება “მეორე შანსი”?
ეს რეგულაცია ძირითადად ეხება იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ ბინადრობის ნებართვა (ადია დიამონი), მაგრამ:

დაუგვიანდათ განახლება: ვერ მოასწრეს საბუთების განახლებაზე შეტანა კანონით დადგენილ ვადებში (ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე ან ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში ჯარიმით).

უარი მიიღეს ხარვეზის გამო: მაგალითად, აკლდათ დაზღვევა (ენსიმა) ან სხვა დოკუმენტი და ამის გამო მათი საქმე დაიხურა (დაარქივდა).

ვადის გასვლიდან 1 წელი: საუბარია მათზე, ვისი საბუთიც ბოლო 1 წლის განმავლობაში გახდა არავალიდური (იგულისხმება კანონის ოფიციალურად ძალაში შესვლიდან და უკან, 1 წლის მანძილზე).

ადრე, თუ პირი კარგავდა ბინადრობის ნებართვას, მას ან უწევდა საბერძნეთის დატოვება ან ქვეყანაში არალეგალურად რჩებოდა, თუმცა, ცხადია, “მეორე შანსი” არ შეეხება აბსოლუტურად ყველა გაფუჭებულ საბუთს.

წყარო: