რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურა პატარაძე აირჩიეს. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, აქტიურად დაიწყება მუშაობა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განვითარებაზე, ტურიზმზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დგას დღის წესრიგში.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, რომლებმაც ამირჩიეს დღეს მთავრობის თავმჯდომარედ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, ნდობისთვის, მთლიანად პოლიტიკურ გუნდს, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ვფიქრობ, ეს არის, ერთი მხრივ, ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ზუსტად ამ წუთიდან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ხალხის წინაშე, ჩემი მშობლიური აჭარის წინაშე, თითოეული მოსახლეობის წინაშე, და დღეიდან დაიწყება აქტიური მუშაობა ჩვენ გუნდთან ერთად, რათა შევეცადოთ შესაძლებლობის ფარგლებში და მეტიც, გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩემს მოხსენებაში მოვისმინეთ ის პროექტები, რომელიც მე დავაანონსე. ინფრასტრუქტურული პროექტები, განვითარება, ტურიზმი, მაღალმთიანი აჭარა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დგას დღის წესრიგში. ვფიქრობ, ეტაპობრივად, ჩვენ თქვენთან ერთად, შევაფასებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ რეგიონის წარმატებისათვის," - აცხადებს ზურაბ პატარაძე.
ზურაბ პატარაძე, რომელიც რეგიონს 8-წლიანი დიპლომატიური საქმიანობის შემდეგ უბრუნდება, აჭარის მთავრობას 2016-18 წლებშიც ხელმძღვანელობდა.