1746007492
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ტრაგიკომიკური და არასერიოზულია - ირაკლი კირცხალია

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ტრაგიკომიკური და არასერიოზულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კირცხალია გამოეხმაურა „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.
„სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასების დროს დიპლომატიური კორპუსი ზოგჯერ სიჩუმით და ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა. პრეტენზია გვაქვს იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოში ატარებენ. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება რაღაც კონკრეტული გეგმისა და დავალების ნაწილია. ამიტომ, მისი განცხადება ტრაგიკომიკური და არასერიოზულია. როგორც შეიძლება, სერიოზული კომენტარი გავაკეთო მასზე, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს უწოდებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.