1758051983
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია ისევ მიუღებელ გზას ადგას, ცდილობს, ტროტილებით, რევოლუციური გზამკვლევებით და წიწაკის სპრეით ხელისუფლებაში მოვიდეს

ოპოზიცია ისევ მიუღებელ გზას ადგას, ხელისუფლებაში მოსვლა ისევ დესტრუქციით სურს და ცდილობს, რომ ტროტილებით, რევოლუციური გზამკვლევებით და წიწაკის სპრეით ხელისუფლებაში მოვიდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მიუღებელი და დაუშვებელია.
„უმჯობესი იქნება, არა ამ მეთოდებით, არამედ ამომრჩეველთან პირდაპირი ურთიერთობით იმუშაონ, თუ მაინც და მაინც ხელისუფლება მოსვლა სურთ. რაც შეეხება მშვიდობიან დამხობას და დამხობის მცდელობას, თუ ასეთი მცდელობა იქნება, პირობას ვაძლევთ, რომ კანონი მშვიდობიანად აღსრულდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.