ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, დღეს ორი რამაა მთავარი - ომის შეჩერება და სიმშვიდისა და სიმტკიცის შენარჩუნება.
„დღეს ორი რამაა მთავარი - ომის შეჩერება და სიმშვიდისა და სიმტკიცის შენარჩუნება. საერთაშორისო საზოგადოებამ მშვიდად და მტკიცედ უნდა მოახერხოს ომის შეჩერება. მთავარი ამოცანა იყო, რომ ომი არ დაშვებულიყო, მომხდარიყო მისი თავიდან აცილება, ახლა, მნიშვნელოვანია, რომ ის შეჩერდეს და ფართო ესკალაცია არ იყოს დაშვებული. საერთაშორისო თანამეგობრობას ამისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს. ჩვენ მათთან ვმუშაობთ და მოვუწოდებთ ამ ინსტრუმენტების გამოყენებისკენ. ჩვენ ყველანაირად ვუდგავართ გვერდით ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს, რათა უკრაინაში ომი შეჩერდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ოქრო გაიაფდა - რა ღირს გრამი საქართველოში
1789657855