დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ - ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად

დავით ქართველიშვილი

გარდაეცვალა შვილი ქართველ ემიგრანტს რომელიც იტალიაში იმყოფება, კიდევ ერთი გმირი დედა გამწარდა - წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე.

„გულო არ ვიცი რა გითხრა, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს და არ ვიცი რა დავწერო, ეს რა მეხი დაგეცა, ამდენი წელია არ გინახავს შენი ანგელოზი შვილი და ასე უნდა გენახა გულო და სულო? თითქოს გულში დანა ჩამარჭეს ისე მწარედ მომხვდა ენრის ამბავი. ეს რა საშინელება დაგვატყდა თავს და მე ამსიშორიდან ვერც გეხუტები მაგ ნატკენ გულში რომ განუგეშო. მონატრებული შვილი... მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო.  გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას იტალიაში ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ...სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად.... ენრიკეს ემიგრანტი დედის სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ... ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს...ეს ყველა დედის ტკივილია, რა მნიშვნელობა აქვს, ემიგრანტია თუ არაემიგრანტი...შეიძლება კალთაში გიჯდეს შენი პირმშო და იქ მოაკითხოს ულმობელმა წამმა, მაგრამ ოჯახის და შვილების კეთილდღეობისათვის სამშობლოდან საზრვარგარეთ გადახვეწილი დედებისთვის ეს ტკივილი სხვა განზომილებაშია და სხვა საზომით იზომება... ქართველ ემიგრანტს ქ.ლ. გულოს ღმერთს ვთხოვთ, მოგმადლოს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ჭირთა თმენა, შენი შვილის ენრის სულის საოხად და დაუმკვიდროს სასუფეველი მას იქ, სადაც მართალნი განისვენებენ... კიდევ ერთხელ გიცხადებთ უდიდეს თანაგრძნობას“, " შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები " )((((((((ემიგრანტი დედა მოგიკვდეს დედის გულო .ზეცაში ხარ ანგელოზო.. ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს... იცოხლოს... მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო"