დავით მათიკაშვილი: ყველაფერი გაკეთდება, რომ ტყუილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააბრალეს და რასაც „დიფ სთეითის“ ხელი ეტყობა, გამოაშკარავდეს და კიდევ ერთხელ მოუწიოს BBC-ის ბოდიშის მოხდა ქართველი ხალხის წინაშე

 დავით მათიკაშვილი

ყველაფერი გაკეთდება, რომ ტყუილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააბრალეს და რასაც „დიფსთეითის“ ხელი ეტყობა, გამოაშკარავდეს და კიდევ ერთხელ მოუწიოს BBC-ის ბოდიშის მოხდა ქართველი ხალხის წინაშე, - განაცხადა ჟურნალისტებთან აპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა BBC-ს სტატიაზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს ნივთიერება ქიმიური აგენტი „კამიტე“ არ გამოუყენებია და სახეზეა ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის პირდაპირი მცდელობა.

„სახეზეა ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის პირდაპირი მცდელობა. საქართველოს ასეთი [ქიმიური აგენტი „კამიტე“] ნივთიერება არ შეუძენია და შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ვინმეს სადმე, ილუზორულ წარმოდგენებშიც კი გამოეყენებინა და ესარგებლა ამ ნივთიერებებით.

ყველაფერი გაკეთდება როგორც ქვეყნის შიგნით არსებული გამოძიებით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასარჩელო წარმოებით, რომ ტყუილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააბრალეს და რასაც „დიფ სთეითის“ ხელი ეტყობა, გამოაშკარავდეს და კიდევ ერთხელ მოუწიოს BBC-ის ბოდიშის მოხდა ქართველი ხალხის წინაშე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებისას გამოყენებულ წყლის ჭავლში სავარაუდოდ შერეული იყო ტოქსიკური ქიმიური აგენტი „კამიტე“ - ბრომობენზილ ციანიდი.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.