დავით მათიკაშვილი: როდესაც გაჟღერდა ჰელსინკის კომისიის წევრების მიმართ ბრალდებები, სადაც არის მთელი ჩამონათვალი დანაშაულებისა, რომლებშიც მათ სდებენ ბრალს, ბუნებრივია, მართლაც ჩალის ფასი აქვს ამ კომისიას

 დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ კომისიის აქტივობებს ჩალის ფასი აქვს.

„ჰელსინკის კომისიისადმი ნდობა არც აქამდე იყო მაღალი. ჩვენ გვახსოვს სუბიექტური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როდესაც გაჟღერდა ჰელსინკის კომისიის წევრების მიმართ ბრალდებები, სადაც არის მთელი ჩამონათვალი დანაშაულებისა, რომლებშიც მათ სდებენ ბრალს, ბუნებრივია, მართლაც ჩალის ფასი აქვს ამ კომისიას და ამ კომისიის მიერ განხორციელებულ აქტივობებს“, - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც ცნობილია, პროფესორმა სტივენ შრაგემ გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიის წევრების მამხილებელი დოკუმენტები და გამოძიება მოითხოვა. საქმე ეხება მათ შორის კორუფციასა და უცხოურ დაფინანსებას.