1771784506
დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია მოჯადოებულ წრეზე დადის, რომელიც არასოდეს გაირღვევა, მათთვის ფიასკო გარანტირებულია
რადიკალური ოპოზიცია მოჯადოებულ წრეზე დადის, რომელიც არასოდეს გაირღვევა, რადგან ის ხალხი, ვინც ამ ძალას არ წარმოადგენს, საზოგადობის ნდობით არ სარგებლობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის ფიასკო გარანტირებულია.
„როგორც კი წინასაარჩევნო პერიოდია, ეს ხალხი რას აკეთებს? – საქართველოდან გარბის, უცხოეთში მიდის და ცდილობენ, იქიდან მიიღონ მხარდაჭერა. თუ საქართველოში მანდატს მიიღებენ, ამომრჩევლის ნდობას ფეხქვეშ თელავენ და მანდატებს არ იყენებენ. მათ არც პერსპექტივა და არც რესურსი არ გააჩნიათ. მათთვის ნულოვანი შედეგი გარანტირებულია. ვინც მათ დავალებას აძლევს, მათ უცხოეთიდან ქართული პოლიტიკის მაჯაზე ხელი არ უდევთ. არ იციან, რა გულისცემა გააჩნია ქართველ ამომრჩეველს. შესაბამისად, რა დავალებასაც მიიღებენ, იმას ასრულებენ. ახლა გაერთიანების დავალება მიიღეს. რომ ნახავენ, რომ ნდობა არ აქვთ, ისევ დაიშლებიან. მათთვის ფიასკო გარანტირებულია“,- განაცხადა მათიკაშვილმა.











