ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ, ამით ცდილობენ საკუთარი ძალმომრეობითი პოლიტიკა გაამართლონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა ამორფული მოცემულობაა.
„თამამად შეგვიძლია გავიხსენოთ მათი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება, რომელმაც ომის დაწყებიდან მალევე, შესაძლებლობა რომ უკრაინაში ომი დასრულებულიყო, პრაქტიკულად გაუქრო ეს შესაძლებლობა უკრაინელ ხალხს, როდესაც ხელმოწერაზე უარი განუცხადა უკრაინულ მხარეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების და შეთანხმების.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ცალკეული ძალები თუ როგორ ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პირიქით, საქართველოსკენ, პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ. ამით ცდილობენ საკუთარი ძალმომრეობითი და ფსევდო პოლიტიკა გაამართლონ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ბრიტანულმა კომპანიებმა გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის ექვსი მილიარდი ფუნტის ოდენობით ივაჭრეს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიტანული გამჭვირვალობა“ წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია განხორციელდა, საერთო ღირებულებით 8 მილიარდი დოლარი.