ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ და უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში აგორებული კამპანია - შალვა პაპუაშვილი იმ პროცესების ქრონოლოგიას აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ომში ჩათრევას ისახავდა მიზნად.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7 000 ადამიანის ვინაობას, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და ეს პროცესი ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია.
"სხვისი დროშის მოფრიალე ამ პირებს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ - ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხანაც ნეპალის სცენარის მომწყობად", - წერს შალვა პაპუაშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დემოკრატიული ოპოზიცია მუდმივად ითხოვდა იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი არ დაზიანებულიყო.
"ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა იმას, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი არ დაერღვია ხელისუფლებას. დემოკრატიული ოპოზიცია მუდმივად ითხოვდა იმას, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესი", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.