დავით მათიკაშვილი კირცხალიას წერილზე: კულტურის სფეროს ცალკეულ მოღვაწეთა ქმედება უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, რუსოფობიის გაღვივება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყეს, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდნენ რუსეთთან.

„ბუნებრივია, უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს კულტურის სფეროს ცალკეულ მოღვაწეთა ქმედება; მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდგომ, კულტურის სფეროს ცალკეული წარმომადგენლები აგრძელებდნენ ჩვეულებრივ თანამშრომლობას რუსეთთან, როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და როდესაც აშკარაა დიფ სთეითის სურვილი, რომ საქართველოც იყოს ამ მძიმე ვითარებაში ჩართული, მათ არათუ პოზიცია შეინარჩუნეს, პირიქით, მკვეთრი ანტირუსული პოზიცია გამოხატეს და რუსოფობიაში გადაზარდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.