როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი და რა მოსალოდნელ ანომალიებზე საუბრობენ სინოპტიკოსები
1786391829
GWP-ი დაგეგმილი სამუშაოებისა და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანის რეზერვუარზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან, 12 აგვისტოს 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ოქროყანა „გ“ ზონას, მეფუკრეობის დასახლებას, ოქროყანაში- ნიკო ბურის, რევაზ ლაღიძის, ცივი წყაროს, ვასო აბაშიძის, სატყეოს და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებს,
ასევე, ვაკის რაიონში, რ.ჩხიკვაძის ქ.N1-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას 23:00 საათიდან 12 აგვისტოს 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: რამაზ ჩხიკვაძის ქ. N 2, 4, 4ა, 16“,- აღნიშნულია განცხადებაში.