1770841551
დავით მათიკაშვილი: გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა
გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, თუკი ასეთი მოხდება, სახელმწიფო ადეკვატური იქნება და ძალიან სამართლიან, მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ქართველი ხალხის ნება-სურვილზე ზემოქმედებას მოინდომებს შავი ფულით.
„ნახეთ ხომ ქალბატონი ლორა თორნტონი როგორ წუხდა იმაზე, რომ ვეღარ აფათურებენ ხელებს საქართველოს შიდა საქმეებში. ეს იყო სამარცხვინო ე.წ. ბრიფინგი, სადაც ვერ დამალეს ჩვენი ქვეყნისადმი სიძულვილი. გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. თუკი ასეთი მოხდება, სახელმწიფო ადეკვატური იქნება და ძალიან სამართლიან, მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ქართველი ხალხის ნება-სურვილზე ზემოქმედებას მოინდომებს იმ შავი ფულით, რომლის შემოდინების პრევენციაც ჩვენ მოვახდინეთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
როგორც ცნობილია, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა ჰელსნკის კომისიის გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა: „არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა“.











