არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
1774645514
ბაჩო ახალაია არის ძალადობის სიმბოლო. მისგან, როგორც ჩანაწერებში, ასევე, სასამართლო სხდომაზე არაერთგზის იყო სურვილი გამოთქმული, რომ ხელისუფლება დაამხოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ბაჩო ახალაია ვერ მალავს თავის ბოროტ ზრახვებს სახელმწიფოს მიმართ.
„ბაჩო ახალაია არის ძალადობის სიმბოლო. 2012 წლამდე არსებული სააკაშვილის სადისტური რეჟიმის თანაშემოქმედი. ვერ იკავებენ თავს, რომ საკუთარი ბოროტი ზრახვები სამშობლოს მიმართ არ გათქვან, არ გამჟღავნონ. სწორედ ამ ყველაფრის მომსწრე გავხდით ჩვენ, როდესაც მისგან, როგორც ჩანაწერებში, ასევე, სასამართლო სხდომაზე არაერთგზის იყო სურვილი გამოთქმული, რომ კანონიერად, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება დაამხოს, რაც ნიშნავს ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი. შემდეგი სხდომა 21 მაისს ჩატარდება. ბრალდების მხარე ახალაიას საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე დღესაც იგივე გაიმეორა და თქვა, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს ნებისმიერი გზით.