„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1774971860
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი მომხსენებელმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
კანონპროექტით წარმოდგენილი ახალი რეგულაციები იძლევა დაზვერვის სააგენტოს - საკადრო, საფინანსო და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სწრაფად და ოპერატიულად მიღების შესაძლებლობას.
კერძოდ, მკაფიოდ გაიმიჯნება და კიდევ ერთხელ დაზუსტდება უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ ახორციელებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი და ის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.