თეთრი სახლი ბენზინის ფასის 4 დოლარამდე გაძვირებაზე: ომის დასრულებისთანავე ფასები მკვეთრად დაიწევს

კეროლაინ ლევიტი

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწვავზე ფასები დაეცემა როგორც კი ირანთან ომი დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„როდესაც ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ დასრულდება, ბენზინის ფასები კვლავ იმ მრავალწლიან მინიმუმამდე დაიწევს, რომლითაც ამერიკელი მძღოლები ამ მოკლევადიან შეფერხებებამდე სარგებლობდნენ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში.

„პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც ერთგული რჩება ამერიკის ენერგეტიკული დომინირების სრულად აღდგენის, ხარჯების შემცირებისა და შრომისმოყვარე ამერიკული ოჯახების ჯიბეებში მეტი ფულის დაბრუნების იდეისადმი“, - აღნიშნა მან.