რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
დავით მათიკაშვილი: 2008 წლის ომი ახალი დასრულებული იყო, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა - მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა ქვეყნის ყველა სტრატეგიული ენერგო ობიექტი, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ ლევან მაჭავარიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს.
„2008 წლის ომი ახალი დასრულებული იყო, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა - მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა ქვეყნის ყველა სტრატეგიული ენერგო ობიექტი. დღეს როდესაც საქართველო მშვიდობის პოლიტიკით აღწევს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მაღალ საფეხურზეა, ვხედავთ, ოკუპანტის საქმის მკეთებელი ადამიანები როგორ იშვერენ „ქართული ოცნებისკენ“ თითს. ეს არ გამოუვათ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ვისაც დაგაჯერეს, რომ ნაცი „პროდასავლელია“ - ამ სათაურით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ვიდეო-კოლაჟს აქვეყნებს, სადაც ასახულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და წევრების კავშირები და ინტერესები რუსეთთან.