„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ

პენსია

 „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

ცვლილებები ითვალისწინებს 2025 წლის 1 მაისის შემდეგ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას, თუკი აღნიშნული დამსაქმებლები უზრუნველყოფენ საპენსიო შენატანებისა და საურავების სრულად განხორციელებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, მცირდება ჯარიმის ოდენობაც.