ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
მივესალმებით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
„პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა ეს ორი სამინისტრო გაერთიანების შემთხვევაში უფრო უკეთ მოემსახუროს ქართულ სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე, მივესალმებით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ფაღავამ.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.