ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1772049539
„ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება," - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.
"საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები განსაზღვრულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით და ამაზე საუბარი ზედმეტიც კი არის. ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება. გამოწვევები ძალიან ბევრია ყველა მხრივ, - ვხედავთ, რა მდგომარეობაში უწევს საქართველოს თავის გადარჩენისთვის ბრძოლა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო ახერხებს, ჰქონდეს არათუ სტაბილური, არამედ მიმზიდველი ეკონომიკური ზრდა, ახერხებს, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, იყოს მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისთვის და ახერხებს იმას, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს იმ დერეფნის განვითარებაში, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებისთვის," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.