1750017082
ჩვენ ვამაყობთ, რომ ირაკლი ხვადაგიანი იყო ჩვენი სიის მერვე ნომერი - ლევან სანიკიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე გამოეხმაურა.
სანიკიძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა ამაყობს, რომ ირაკლი ხვადაგიანი მათი სიის მერვე ნომერი იყო.
"მე არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ირაკლი ხვადაგიანი იყო ჩვენი სიის მერვე ნომერი, რადგან ასეთი ინტელექტუალური რესურსი არის ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარსულის ქექვას საერთოდ უნდა შეეშვან", - აცხადებს ლევან სანიკიძე.