იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ფრთხილი გადატვირთვის პროცესში - ვაშინგტონიდან ბოლო პერიოდში გამოგზავნილი წერილებიდან გამომდინარე, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აშკარაა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობისა და ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების სურვილი.
"ქართული ოცნების" წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველთვის მზად არიან აშშ-ის ელჩთან შესახვედრად და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად.
"ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუყენებია საკუთარი ინტერესები ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინ - ეს ყველაფერი მის წერილშიც კარგად იყო ასახული. რაც შეეხება იმას, რომ თუ რომელიმე ელჩს, მათ შორის, აშშ-ის ელჩზეა საუბარი, სურს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩვენ მუდმივად ვაფიქსირებდით, რომ პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ, მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. პრეზიდენტ ტრამპის წერილიდან გამომდინარე, ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით დამატებით სიახლეებს ამ მიმართულებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ის, რაც ეწერა წერილში, უახლოეს პერიოდში ასრულდება," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.