ცნობილია, თანხა, რომელიც პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით გამოიმუშავა
1748726665
ჩვენ დადასტურებულად უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი გაემიჯნნენ, საქართველოს ხელისუფლებაში „პროქსი ომს“ რომ გამოადგება, ასეთი ხელისუფლების დანახვა რომ არ უნდათ, აი, ეს უნდა გავიგოთ ზუსტად, ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია კი გაემიჯნა ომს უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენთანაც ემიჯნებიან - საჭიროა, მათგან დადასტურებულად ვიცოდეთ, რომ ისინი გაემიჯნნენ, საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოსვლას, „პროქსი ომს“ რომ გამოადგება.
„როდესაც ვსაუბრობთ, რა არის აშშ-ის ინტერესები რეგიონში და ცალკე უნდა ვთქვათ, ზოგადად, მსოფლიოში ის რას აპირებს, ამ რეგიონში ჩვენ სწორედ ეგ გვაქვს დასაზუსტებელი. ბატონი კობახიძის გზამკვლევმა უნდა დააზუსტოს - მშვიდობა, როგორიც იყო გაგებული რეგიონში, აშშ-ის როლი, ტრამპის ადმინისტრაცია კი გაემიჯნა უკრაინის ომთან მიმართებაში, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენთანაც ემიჯნებიან. ჩვენ ეს დადასტურებულად უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი გაემიჯნნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში „პროქსი ომს“ რომ გამოადგება, ასეთი ხელისუფლების დანახვა რომ არ უნდათ, აი, ეს უნდა გავიგოთ ზუსტად, ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე კარგი იყო, რომ კობახიძემ აქცენტი გააკეთა ეკონომიკაზე. ეს არის ერთადერთი ალტერნატივა კარგი, რომელიც ჩვენ გამოგვადგებოდა და ჩვენთვის მისაღები იქნებოდა, მაგრამ გეოპოლიტიკამ უნდა მიგვიშვას აქამდე.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ ეკონომიკაზე ვისაუბრებთ, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ დღევანდელი აშშ-ის ადმინისტრაცია ნამდვილად ემიჯნება წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას და ის, რაც „პროქსი ომის“ აღიარებით თქვეს, ასე აღარ ხედავენ ჩვენს ფუნქციას, პრინციპში, აქ ნაგულისხმევია ომის დასრულების სცენარი, რომელიც ასე გამოკვეთილი არ არის“, - განაცხადა კაკულიამ.