ჩვენ ფართოდ წამოვიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება თუკი სასურველი გარდაქმნის შესაქმნელად კონსტიტუციის მიღმა გასვლა დაგვჭირდება - USAID-ის საგარეო სამსახურის ყოფილი ოფიცერი დანიელ რიფი

 დანიელ რიფი

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები მოიცავს შიდა არქივს - გასაიდუმლოებულ მემორანდუმებს, დახურულ მიმოწერებს და ჩატებს. მასალები დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სუვერენულ სახელმწიფოებში ხელისუფლებების დამხობისა და ფერადი რევოლუციების ორგანიზების მთავარი ოპერაციული ინსტრუმენტი იყო.

გაშიფრული სქემით, სამიზნე ქვეყნებში ხელისუფლების შესაცვლელად USAID-ი და პარტნიორი ფონდები რამდენიმე მიმართულებით მუშაობდნენ.

"USAID-ის ფაილებით", სადაც ფიგურირებენ სააგენტოს ადმინისტრატორი სამანტა პაუერი და სხვა მაღალჩინოსნები, დგინდება, რომ მიმდინარეობდა არასაჯარო გარიგებები ტექნოლოგიურ გიგანტებთან. მეთოდები კი იყო პოლიტიკური ცენზურა და კონტენტის წაშლა, მედიის შავი სიების შედგენა, საარჩევნო და საინფორმაციო სპეცოპერაციები.

გამოქვეყნებულ ფაილებს თან ახლავს ვიდეო მტკიცებულებებიც, სადაც USAID-ისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მაღალჩინოსნები სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეებს უტარებდნენ ტრენინგებს და აძლევდნენ მითითებებს არჩევნებით მანიპულირების, სადეზინფორმაციო კამპანიების წარმოებისა და ხელისუფლებების დამხობის შესახებ.

"დემოკრატიის განახლების ჯგუფის" წარმომადგენელი, USAID-ის საგარეო სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დანიელ რიფი აცხადებს, რომ მათ ფართომასშტაბიანი საუბრები ჰქონდათ იმაზე, თუ რა მოხდება, თუკი სასურველი გარდაქმნის შესაქმნელად კონსტიტუციის მიღმა გასვლა დასჭირდებოდათ.

"ჩვენ ფართოდ წამოვიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება, თუკი სასურველი გარდაქმნის შესაქმნელად კონსტიტუციის მიღმა გასვლა დაგვჭირდება. განვიხილეთ მოქმედებათა თანმიმდევრობაც - საგანგებო შეკრება, რომელიც შეიმუშავებს დეკლარაციას და იტყვის: თუ ეს წითელი ხაზები გადაიკვეთება, ჩვენ კონსტიტუციის მიღმა პროცესზე გადავალთ. საჯაროდ ხმაური არ უნდა ატეხო", - განაცხადა დანიელ რიფიმ.

✕