„ჰაერი ისევ თბილი იქნება, თითქოს გაზაფხულია“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1759074590
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ბენდელიანმა "კურიერში" სტუმრობისას საკუთარ გეგმებზე და ხედვებზე ისაუბრა.
„მე ბევრ ლოკაციაზე ვიყავი მოსახლეობასთან და მათგან მოვისმინე ის პრობლემები და საჭიროებები, რაც არსებობს ზღვის უბანში. მე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და მერიასთან ერთად, დავსახავ პრიორიტეტებს და ამ პრიორიტეტების მიხედვით დავიწყებ მუშაობას. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ უნდა მოწესრიგდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პრობლემები. ამის შემდეგ, უნდა განვითარდეს გამწვანება, უნდა მოწესრიგდეს სპორტული ინფრასტრუქტურა, ტროტუარები, შიდა კვარტალური გზები და, შესაბამისად, შევუდგებით ამ ყველაფრის განვითარებისთვის მუშაობას.
როცა ვსაუბრობ უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაზე, ვგულისხმობ, პირველ რიგში, ლიფტების, სახურავებისა და კანალიზაციის მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის გაკეთებას, კორპუსებთან პატარ-პატარა სკვერების, ახალი საფეხბურთო და სხვა ტიპის სპორტული მოედნების მოწყობას და ა.შ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ჩვენი მოლოდინი დადებითია, ჩვენ აუცილებლად, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 4 ოქტომბერს. ჩემი გზავნილი ზღვის უბნის მოსახლეობისთვის იქნება ასეთი: ყოველი მომდევნო დღე იქნება წინა დღეზე უკეთესი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.