30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748546283
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საკადრო ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ის იცნობს შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, გელა გელაძეს და მის ამ პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.
სარჯველაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის ღვაწლიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან რთულ და მძიმე ვითარებაში ამ სახელმწიფო სტრუქტურამ შეძლო თავი გაერთმია უმძიმესი გამოწვევებისთვის, რაც გომელაურის მაღალი კვალიფიკაციის და მისი პიროვნული ღირსებების დამსახურებაცაა.
"მე ვიცნობ და მქონია სამსახურებრივი შეხება ბატონ გელასთან და რა საკვირველია, ჩემი განწყობა მის სამომავლო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად გაჟღენთილია პოზიტიური მოლოდინებით. მინდა მას ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება ამ თანამდებობაზე მუშაობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება.
მე მინდა ბატონ ვახტანგს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ ის ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან ძალიან რთულ და მძიმე ვითარებაში ამ სახელმწიფო სტრუქტურამ შეძლო თავი გაერთმია უმძიმესი გამოწვევებისთვის. ეს არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად დასაფასებელი. რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ვახტანგის მაღალი კვალიფიკაციის და მისი პიროვნული ღირსებების დამსახურება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, გომელაურის ნაცვლად გელა გელაძე დაიკავებს, რომელიც მინისტრად დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დილას გახდა.
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748546283