„პირველად ვამბობ ამას… ესენი არიან მატყუარა არსებები..." - გოგა მანია
1770582209
"ბიზნესს, რა თქმა უნდა, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა მოდის "ოცნებაზე", რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას და რომლის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა ამ ქვეყანაში ფასების ზრდა," - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ ისაუბრა.
"რომც იყოს რაღაც წილი ბრალეულობა ბიზნესის, საბოლოო ჯამში, გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა არის "ოცნების", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში დღეს საჯარო დებატების დღეა. დისკუსია გაიმართება ფასების რეგულირებაზე. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
პირველი დებატებისგან განსხვავებით, ამჯერად, დისკუსიაში მონაწილეობას აპირებს გახარიას პარტია.