1772138153
ბაჩო ოდიშარია: პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ სანქციები იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის
პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ ეს [სანქციები] იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ტელეკომპანია POSTV-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ბაჩო ოდიშარია დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და POSTV-ის დასანქცირებას გამოეხმაურა.
„პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ ეს [სანქციები] იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის. ეს არის დიდი გეგმის ნაწილი, რომელსაც ჯაჭვითი პრინციპის სხვა მოქმედებები მოჰყვა მალევე. ევროკომისიამ დაიწყო ისევ გაცოცხლება იმ საკითხის, რომ საქართველოს ხელისუფალნი არიან დასასანქცირებლები. დღეს მიდის საუბარი იმაზე, რომ მთელ ქვეყანას უნდა დაემუქრონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით“, - აღნიშნა ოდიშარიამ.












