აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
"ჩვენ ყოველთვის ვაზღვევთ ყველაფერს იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და დაცული საქართველოში. ასჯერ ვზომავთ, სანამ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და ასჯერ ვზომავთ, სანამ განცხადებას გავაკეთებთ, რომ საქართველოში უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" საუბრობს.
როგორც ლევან მაჭავარიანი ამბობს, ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
"ჩვენ არასდროს თავდასხმის რეჟიმში არ ვართ, არც წინა ადმინისტრაციასთან ამერიკის შეერთებული შტატების, არც ევრობიუროკრატებთან. ჩვენ, უბრალოდ ვიცავთ თავს. რუსეთი არის ჩვენი აგრესორი, რუსეთი არის ჩვენი ოკუპანტი და მე ვერავის ვერ გავყვები იმ აზრში, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ და ხმამაღლა უტრირებულად ვამბობ, ვაგინოთ რუსეთს. იმიტომ, რომ ეს ზრდის უსაფრთხოების რისკებს საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ არანაირი ეგეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, არც რუსეთთან და არც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, შეგნებულად არ ჩამოვთვლი. ჩვენ ყოველთვის ვაზღვევთ ყველაფერს იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და დაცული საქართველოში. ასჯერ ვზომავთ, სანამ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და ასჯერ ვზომავთ, სანამ განცხადებას გავაკეთებთ, რომ საქართველოში უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.