არცერთი პროფესორის, აკადემიური პერსონალის თუ ადმინისტრაციის გათავისუფლება არ მოიაზრება - მარიამ ლაშხი თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

მარიამ ლაშხი

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად რჩება. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ინიციატივის მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შემცირება არ იგეგმება.

"მინდა დავარწმუნო როგორც აკადემიური სექტორი, ასევე სტუდენტები, რომ ეს გაერთიანება, პირველ რიგში, მათ ინტერესებს ითვალისწინებს და ემსახურება განათლების მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას.

არცერთი პროფესორის, აკადემიური პერსონალის, თუ ადმინისტრაციის გათავისუფლება არ მოიაზრება. ეს ემსახურება ერთიან მიდგომას", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.