„საპატრიარქოს უწყებანი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772017613
როგორც 105 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა შუალვერის კომიტეტი, ახლაც არსებობს თანამედროვე ფორმით ასეთი კომიტეტი, რომელიც იხედება მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და postv-ის დასანქცირების საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს მხოლოდ უცხოელების მიღებული გადაწყვეტილებები ჰგონიათ აბსოლუტური ჭეშმარიტება.
„მათი აღფრთოვანებები მალევე მთავრდება ხოლმე, როდესაც ხედავენ, რომ ჩვენს დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში გარე ძალების ჩარევები ვერ რეალიზდება“, - აღნიშნა გორდულაძემ.