„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
ბატონი ჰერჩინსკი ვერც ვერაფერს დაინახავს, სამწუხაროდ, უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რასაც „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი ისურვებს და რისკენაც მიისწრაფვის მთელი ქვეყანა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მან ამგვარად უპასუხა წამყვანის კითხვას, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავენ ევროკავშირთან დიალოგის გაგრძელების სურვილს.
„სამწუხაროდ, ეს ადამიანი გადაქცეული არის არა მხოლოდ დირექტივების მიმცემად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებისათვის, არამედ პირდაპირ, დაფინანსებაში და დაორგანიზებაშიც კი იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. იგივე შეიძლება ითქვას გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებზე, რომლებიც უორგანიზებდნენ 4 პარტიაში განაწილებულ „ნაცმოძრაობის“ წევრებს წინასაარჩევნო კამპანიას. აქ სიმართლის მოსმენის მოლოდინი სამწუხაროდ, უკვე არ არის და ყველანაირად გასულები არიან ელჩები დიპლომატიური სტანდარტიდან, რომელსაც უნდა იცავდეს ნებისმიერი ელჩი. არაფერი პიროვნული, აქ უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანები იღებენ დავალებებს, ამ დავალების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებენ და სამწუხაროდ, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის არახალია”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მან ამგვარი დამოკიდებულების მაგალითად აშშ-ის წინა ელჩის ქმედებები დაასახელა.
„მაგალითად, გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების წინა ელჩი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გაეუარესებინა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები.
მთავარია, რა არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ქართველ ხალხს უნდა და ჩვენი - „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა სწორედ ქართველი ხალხის სურვილების გამოძახილია, რომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება იყოს სამართლიანი და თანასწორი და არა ისე, როგორც ბატონი ბორელი ამბობდა, რომ როგორ შეიძლება, შებედოს სტუდენტმა ლექტორს შენიშვნა ან თავისი აზრის გამოთქმა. ზუსტად იგივე იყო [პეტერ ფიშერის] ახლანდელი განცხადება, რომ როგორ შეიძლება, ცუდად ისაუბრონ ევროკავშირზე.
სად ნახეს ცუდად საუბარი? აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც არასწორი, უსამართლო, უსაფუძვლო განცხადებები კეთდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კრიტიკის უფლება”, - აღნიშნა გორდულაძემ.
მისი შეფასებით, რომ პეტერ ფიშერმა ამ განცხადებით დასავლური დემოკრატიის მთავარ პრინციპებს ხაზი გადაუსვა.
„თუ კრიტიკის უფლება ჩვენ არ გვაქვს, მაშინ გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი დემოკრატიული პრინციპი, რაც არის დასავლეთისთვის და დასავლური დემოკრატიისთვის საფუძველი, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობის უფლება, სხვა ქვეყნების საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი, ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა ამ კონკრეტულმა ადამიანმა და ამას ასაღებს ევროპულობად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ევროპულობა, რა არის ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ურთიერთობები. 90-იანი წლების შემდეგ ჩვენ დავამთავრეთ სხვა დიდი ქვეყნის მიერ დავალებების მოცემა, თითის ქნევა და ის, რომ ჩვენ არ უნდა გვქონოდა არავითარი ქართული ინტერესი, ქართული იდენტობა”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.