მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა
1760504616
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდი მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და აიკრძალება „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ბანდა, ამ პირებს, რომლებიც ან არიან პარტიების წევრები, ან მათთან დაკავშირებულები არიან და რეჟიმს ქმნიან, აღარ შეეძლებათ იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ საქმიანობაში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის ე.წ. პარტიებში გაერთიანებული ხალხი, რომელიც დაფინანსებულია გარედან და არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. ისინი იბრძვიან ქვეყნის წყობილების, დემოკრატიის წინააღმდეგ, სურთ, რომ დაამხონ არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდი მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და აიკრძალება „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ბანდა, ამ პირებს, რომლებიც ან არიან პარტიების წევრები, ან მათთან დაკავშირებულები არიან და რეჟიმს ქმნიან, აღარ შეეძლებათ იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ საქმიანობაში“, - აღნიშნა გორდულაძემ.
კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.