დასტურდება, რომ მაკარონის ჭამა არ ასუქებს - კვლევა
1773174109
მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი აქციები დაიწყო, პირველად ითქვა, რომ ძალადობა და შტურმი, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეს დემოკრატია არ არის; ეს არ არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი ნაწილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
არჩილ გორდულაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა უნდა შევხედოთ, ვინ არის დიალოგის მეორე მხარეს.
„ვისთან შეიძლება დიალოგი? - ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ზიზღს აფრქვევენ, რომლებიც სიძულვილის ენით არიან წარმოდგენილები, რომლებიც არ ცნობენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, არ ცნობენ საქართველოს კონსტიტუციას, არ ცნობენ კანონმდებლობას; სხვებს მოუწოდებენ, რომ დაარღვიონ ჩვენი წესები; სხვისი ინტერესების გამტარებლები არიან, ამ ადამიანებთან დიალოგი როგორ შეიძლება და რა აზრი აქვს?! პირიქით, ეს განცხადებები მიმართული იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიმართ, რომ ასე პოლიტიკა არ კეთდება და შეუძლებელია, რაიმე წარმატებას მიაღწიოთო. ჩვენი თუ არ ესმით, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, უცხოელების მიერ ნათქვამი მაინც გაიგონონ“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, საინტერესოა, საქართველოში მყოფი ე.წ. ელჩები რაიმე განცხადებას გააკეთებენ თუ არა და დაადასტურებენ თუ არა, რომ მიუღებელია ძალადობა და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობები.