სასაზღვრო პოლიციას საქართველოში პოლონეთის მეკავშირე ოფიცერი სასაზღვრო მიმართულებით ბარბარა მროზი ეწვია

სასაზღვრო პოლიცია

სასაზღვრო პოლიციას საქართველოში პოლონეთის მეკავშირე ოფიცერი სასაზღვრო მიმართულებით ბარბარა მროზი ეწვია. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. პოლონეთის მეკავშირე ოფიცერმა ქართულ მხარეს საქართველოში მისი საქმიანობის მიმართულებები გააცნო და სურვილი გამოთქვა სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე.

ქართულმა მხარემ პოლონეთის მეკავშირე ოფიცერს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის მიმართულებები და განვითარების ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.