The New York Times: აშშ-ის წარსული კონფლიქტებისგან განსხვავებით, ირანზე თავდასხმას ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგება

ტრამპი

აშშ-ის წარსული კონფლიქტებისგან განსხვავებით, ირანზე თავდასხმას ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის წინააღმდეგ თავდასხმაში აშშ-ის სამხედრო ძალები ჩართო, ამ დარტყმებისადმი მხარდაჭერა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს წინა საგარეო კონფლიქტების საწყის ეტაპზე იყო.

ამ დროისთვის, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამერიკელების უმეტესობა ირანზე თავდასხმების წინააღმდეგია. მხარდაჭერა მერყეობს Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის 27 პროცენტიდან Fox News-ის გამოკითხვის 50 პროცენტამდე. ეს დიდი სხვაობა მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი აზრი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რადგან უფრო მეტი ამერიკელი ეცნობა თავდასხმებისა და მათი შედეგების დეტალებს.

თუმცა, ამ კონფლიქტის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც კი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს სხვა კონფლიქტების უმეტესობის დასაწყისში იყო, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის, კორეის ომისა და ერაყის ომის დროს.

აშშ-ის სამხედრო ინტერვენციების საზოგადოებრივი მხარდაჭერა პირველ დღეებში:

მეორე მსოფლიო ომი - 97%ავღანეთის ომი - 92%ერაყის ომი - 76%კორეის ომი - 75%ლიბიის ინტერვენცია - 47%ირანის ომი (2026) - 41%