არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 სექტემბერს, 10:00 საათიდან დაიწყება

ბკ

 არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 8 ოქტომბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) წარმოადგინონ 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.