კარგი სიახლე პენსიონერებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1758610016
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 29-ე სხდომა გაიმართა. სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა და თანათავმჯდომარემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს.
სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწიოს ფინანსური დახმარება და გაგრძელდეს სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსება. კომისიამ მოისმინა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
შეხვედრაზე რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა ხაზი გაუსვა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროულად და ეფექტიანად რეაგირების მნიშვნელობას.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს და ისაუბრა ადგილობრივების მხარდაჭერის და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე. თეა ახვლედიანის თქმით, აღნიშნული სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.
„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა და საზოგადოდ რეგიონების მეტი განვითარების და გაძლიერების ხელშეწყობა; ამიტომაც აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორის სამთავრობო კომისიას დღეიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, უხელმძღვანელებს ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო. დღევანდელ სხდომაზე კომისიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, განვიხილეთ საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათი შემდგომი გადაჭრის გზები. ასევე, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: გამყოფი ხაზის სოფლებში ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარების შესახებ და 2025-2026 წლებში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების დაფინანსების თაობაზე,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.