„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვის, დასავლეთ რეგიონებისა და ყირიმის მიმართულებით რუსულმა საზენიტო დანაყოფებმა 33 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ აცხადებს
როგორც მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, დრონებს ქალაქის თავზე დაახლოებით 12 საათის განმავლობაში ანადგურებდნენ. სობიანინის თქმით, ექსპერტები ადგილზე ნამსხვრევებს იკვლევენ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათმა საზენიტო დანაყოფებმა ადგილობრივი დროით შუაღამისას 81 უკრაინული დრონი გაანადგურეს, ხოლო შუაღამიდან 07:00 საათამდე კიდევ 69.
ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის პორტის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოზჟაევმა განაცხადა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფებმა პორტთან ახლოს სულ მცირე ექვსი დრონი გაანადგურეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ღია ადგილზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც ჩააქრეს.
უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა, განაცხადა, რომ რეგიონში ორი სავაჭრო ცენტრი დროებით დაიკეტა.