რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო ისევ დაფიქსირდა - საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში რამდენიმე ათასით მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მიგრაციის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში შემოსული იმიგრანტების რაოდენობამ 131,501 შეადგინა, ემიგრანტების რიცხვმა კი 114,374. ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 3274-ით გადააჭარბა იმავე პერიოდში ქვეყნიდან გასულ პირთა მაჩვენებელს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გადასაჭრელი, მაგრამ ტენდენცია ძალიან კარგია:
"არ შეიძლება თითოეულ ქართველს არ ახარებდეს თავისი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნება. ქართველი ადამიანი ყველაზე ბედნიერად და ლაღად, საკუთარ მიწაზე გრძნობს. ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გადასაჭრელი, მაგრამ ტენდენცია ძალიან კარგია და თანდათან ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ისე, როგორც ჩვენს სამშობლოს შეეფერება,"- აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.