ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებული პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირაში შევა

ნკ

ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებული პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირაში შევა. დასკვნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საფუძველზეა მიღებული. საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი 472-გვერდიანია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, კანონმდებლობის უხეშად დამრღვევ პოლიტიკურ პარტიებს, მათ სატელიტებს ან მათთან დაკავშირებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. პარალელურად, ისინი ვერ დაიკავებენ თანამდებობებსა და ვერ გახდებიან კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, ასევე არ მიეცემათ ახალი პარტიების დაარსების უფლება. აღსანიშნავია, რომ პარტიებისთვის, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, სასჯელიც შესაბამისი იქნება.