რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
შეიძლება დავზიანდით, მაგრამ გაცილებით უარესად დავზიანდებოდით, თუ დავთმობდით საკუთარ ინტერესებს და ვიმოქმედებდით სხვისი სცენარებით და კარნახით, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რისი მანიშნებელია მისთვის და რა ახალი მოლაპარაკებების თემები დევს განსახილველად მოლაპარაკებების მაგიდაზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა, ოფიციალური კომუნიკაციის შემდეგ თბილისსა და კიევს შორის, საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, სახელმწიფო ინტერესები და აქედან გამომდინარე აწარმოოს ღირსეული პოლიტიკა. ის რთული, დაძაბული ვითარება, რაც სუფევდა საქართველოსა და ზოგადად, დასავლეთს შორის, გარკვეულწილად აზიანებდა საქართველოს და მის ურთიერთობებს როგორც ცალკეულ სუბიექტებთან, ისე ორგანიზაციებთან. შეიძლება დავზიანდით, მაგრამ გაცილებით უარესად დავზიანდებოდით, თუ დავთმობდით საკუთარ ინტერესებს და ვიმოქმედებდით სხვისი სცენარებით და კარნახით. დანარჩენი ყველაფერი გამოჩნდება. ამ ინფორმაციებამდე ვიხილეთ და მოვისმინეთ ყველაფერი, რაც შეეხებოდა კომუნიკაციებს საქართველოს მთავრობასა და თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს შორის, იყო პრეზიდენტის ვიზიტი, კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან და ა.შ. საქართველო თავის ადგილას არის“, - აღნიშნა სალუქვაძემ.