"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
ჰელსინკის კომისიის შესახებ გავრცელებული სკანდალური საგამოძიებო მასალა თბილისში, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების საგანია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებშიც კი, მოიძებნენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე პირდაპირ მიუთითებენ, რომ ჰელსინკის კომისია ახორციელებს "დიფ სთეითის" დაკვეთას.
"ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, მოიძებნენ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც უკვე პირდაპირ მიუთითებენ, რომ ჰელსინკის კომისია პირდაპირ ახორციელებს "დიფ სთეითის" დაკვეთას - მათ კონტროლს არის დაქვემდებარებული და მათ დავალებებს ასრულებს. ეს ჩვენ უკვე რამდენიმე წლის წინ უკვე ვიცოდით და ამის შესახებ არაერთხელ გაგვიცხადებია. საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ყველაფრის სჯერა, რაც უცხოეთიდან მოდის, კიდევ ერთხელ დააფიქრებს იმაზე, რომ ნებისმიერი სიტყვა თუ ნებისმიერი განცხადება, რომელიც უცხოეთიდან მოდის, აუცილებლად მართალი არ არის," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.