ამ ადამიანების გადაწყვეტილების მორალურ პარადიგმაში შეფასებას მე არ ვაპირებ. ვერც გეტყვით, რას აპირებს პაატა ბურჭულაძე - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე პაატა ბურჭულაძის წერილს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები მორალურ ჭრილში არ ფასდება.

"ამ ადამიანების გადაწყვეტილების მორალურ პარადიგმაში შეფასებას მე არ ვაპირებ. ვერც გეტყვით, რას აპირებს პაატა ბურჭულაძე... ეს გადაწყვეტილება მორალურ ჭრილში არ ფასდება," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, ბრიუსელის მცდელობის მიუხედავად, ძალადობრივი მოვლენები დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორები დანაშაულს აღიარებენ. მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ უკვე პაატა ბურჭულაძეც ამზადებს ნიადაგს შეწყალებისთვის. წერს რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა.

✕